|
2021-03-04 16:03:37, 951 ნახვა
რეგიონი
სოფელ ბარნაბიანთკარის გზის მოასფალტება მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მისასვლელი გზის მოასფალტების მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. გზის კეთილმოწყობა სოფელ მეტეხის 9 აპრილის წყაროდან სოფელ ბარნაბიანთკარის ცენტრამდე ორი განშტოებით ხორციელდება. აღნიშნული გზა უმოკლესია თელიანის და სასირეთის მოსახლეობისთვის. გზაზე ეწყობა რკინაბეტონის კივუეტები ლითონის ცხაურებით, ეზოში შესასვლელები, საგზაო სამოსი და საგზაო ნიშნები. გზის სიგრძე 1 955 გრძივი მეტრია, სამუშაოების სრული ღირებულება 1 099 517 ლარი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები 2 ეტაპს მოიცავს - 2020 წელს შესრულდა 608 079 ლარის სამუშაოები, ხოლო 2021 წელს 491 438 ლარის. სამუშაოებს შპს „გზები და კეთილმოწყობა“ ახორციელებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლებში მისასვლელი გზების მოწყობას და ეს გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს არ ექნება კეთილმოწყობილი მისასვლელი - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)