|
2021-03-04 13:52:30, 934 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 5 პირი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას. დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)