|
2021-02-25 16:59:24, 760 ნახვა
რეგიონი
სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთმა უკანონო სამხედრო წვრთნები დაიწყო
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთმა უკანონო სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ექსპრესნიუს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიითვის და აქტიურდება „ცხელი ხაზი“. „ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები. აღნიშნულის შესახებ აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს. უკანონო სამხედრო წვრთები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას. ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - აცხადებენ უწყებაში.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)