|
2021-02-22 17:32:09, 1161 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონ ვახტანგს აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში
„ბატონ ვახტანგს აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში, უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას, ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „დღეს პოლიცია არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს სამსახურში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა, სამართალდარღვევა მკაცრად, კანონის ფარგლებში იქნება დასჯადი. არავითარი კომპრომისი პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე. თუ ჩვენ გვსურს სამართლებრივი, ამავდროულად სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ კანონი და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად. ბატონ ვახტანგთან მქონდა უკვე საუბარი, მას აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში. უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას. ჩვენ ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)