01:16 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 09:22:31, 457 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველომ შეძლო და ჩვენ რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს

„საქართველომ შეძლო და ჩვენ რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის  ვაქცინებს",- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტორობის კანდიდატის განცხადებით,აშშ-სთან და ევროკავშირთან ხელმოწერილი კონტრაქტების ფარგლებში დგინდგება ვაქცინების დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები.

 „ვაქცინების მიღებისა და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელების მთავარი პირობა ქვეყნის მზაობაა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. COVID-19-ის ვაქცინების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მომენტიდან, უშუალოდ ვაქცინაციის პროცედურამდე, ყოველი ნაბიჯი დაგეგმილია. ქვეყნის მასშტაბით უკვე შერჩეული და მომზადებულია ვაქცინაციის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებები, დასრულდა სამედიცინო პერსონალის აქტიური გადამზადება, უზრუნველყოფილია ვაქცინების უსაფრთხოდ შენახვის ყველა პირობა, ცივი ჯაჭვის განსაკუთრებული პირობების ჩათვლით.  მოგეხსენებათ, ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში ნებაყოფლობითია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები გამოიჩენენ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხსიმგებლობას და ჩვენ ერთად შევძლებთ პანდემიის დასრულებას",-ამის   შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics