|
2021-02-21 20:54:30, 379 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: მიმდინარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას. პანდემიის დროს, მათი ფუნქციებიც გაიზარდა, მათ შორის, დაევალათ ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებში მოწყობილი საგუშაგოების 24-საათიანი კონტროლი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით. „განახლდა და სრულად აღიჭურვა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, განხორციელდა საოკუპაციო ხაზის კომპლექსური შეფასება, განისაზღვრა როგორც არსებული ტაქტიკური და ლოჯისტიკური მდგომარეობა, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები. ეტაპობრივად გაიზარდა თანამშრომელთა ხელფასები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. საკომიტეტო მოსმენაზე, მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის როლზე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. „მინდა, აღვნიშნო სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მუდმივ რეჟიმში ხდება დეპარტამენტის გაძლიერება. დასრულდა ტაბაწყურის ტბასთან ახალი კაპიტალური ბაზის მშენებლობა, მოეწყო წალკის და ახალციხის საგუშაგოები. მიმდინარე წელს დაგეგმილია საბრძოლო დანაყოფების საცეცხლე მომზადება და წალკის, ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)