|
2021-02-21 20:40:05, 382 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: 2021 წლის პრიორიტეტული მიმართულება საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელებაა
2021 წლის პრიორიტეტული მიმართულება საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელებაა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო წლებში ქვეყანამ სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებული საავიაციო პარკი მიიღოს. „ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელება, რომლის დასრულების შემდეგ მომდევნო წლებში მივიღებთ სრულად აღდგენილ და რეაბილიტირებულ საავიაციო პარკს. ამ თვალსაზრისით, აქტიურად ხორციელდება (სუ-25-ების, მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების და ამერიკული UH-1-ები) აღდგენა-მოდერნიზაცია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციაზე გაამახვილა. „შეგახსენებთ, რომ წელს უნდა დასრულდეს ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზაც. ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიასთან ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს რაფაელის წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)