|
2021-02-21 20:17:43, 412 ნახვა
კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: საკანონმდებლო მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება იქნება
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის, სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით: 2020 წლიდან უკვე ამოქმედდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონი „მედიაციის შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს მედიაციის განვითარებას და მორიგების გზით დავების გადაწყვეტას. მედიაციის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარების მიზნით შემდეგი კვირიდან პარლამენტში დაიწყება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი ე.წ. სინგაპურის კონვენციისა და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც უზრუნველყოფს სამედიაციო მორიგებების სხვა სახელმწიფოებში ცნობასა და აღსრულებას. „ჩვენ, აგრეთვე, აქტიურად ვმუშაობთ გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე. ამ საკითხებზე ჩვენ ჩამოგვიყალიბდა პროფილურ კომიტეტებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა და იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და აღსრულების ახალი კოდექსის პროექტებს პარლამენტში უკვე ბატონი მიხეილ სარჯველაძე გაუძღვება და მიიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)