|
2015-10-06 19:04:20, 806 ნახვა
სამართალი
აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მასალები პროკურატურას გადაუგზავნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებული მასალები პროკურატურას გადაუგზავნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოქვეყნა. მასალები უწყების თანამშრომლებზე 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებულ ფაქტებს და კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელი იყო. ამასთან, ამავე პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში შპს "G.M.M."-მა გაიმარჯვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)