|
2021-02-17 13:37:30, 753 ნახვა
კომენტარი
ლადო კახაძე: ერთმა ასულმა მომწერა, რანაირი ექიმი ხარ, პირბადის ტარებას გვაძალებო - დიახ, ზოგჯერ იმას გეტყვის ექიმი, რაც არ გესიამოვნება
ერთმა ასულმა მომწერა, რანაირი ექიმი ხარ, პირბადის ტარებას გვაძალებო - დიახ, ზოგჯერ იმას გეტყვის ექიმი, რაც არ გესიამოვნება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პირბადის ტარების ვადის გახანგრძლივებაზე მსჯელობენ. ლადო კახაძემ საზოგადოებას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა. „დღეს ფეისბუქში მომწერა ერთმა გოგომ, ასულმა, არ მინდა კნინობითი ფორმით გამომივიდეს. შენ რანაირი ექიმი ხარო, პირბადის ტარებას მოგვიწოდებ და გვაძალებო. დიახ, ექიმთან რომ მოდიხარ, ექიმი იმას არ გეტყვის რაც შენ გესიამოვნება. ექიმი სწორ დიაგნოზს დაგისვამს, ზოგჯერ ნემსს გაგიკეთებს, ზოგჯერ ოპერაციას შემოგთავაზებს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია შენ წინ დაგხვდეს სწორად გაკეთებული, რომ პრევენციულად, მერე გართულებაში არ ამოყო თავი და რეციდიულად, რამე თავს არ დამართო. ექიმს ფიცი აქვს დადებული „არა ავნო რა“ პრინციპიდან გამომდინარე. შეიძლება ყოველთვის ვერ დაეხმაროს, მაგრამ არ უნდა ავნოს. ბატონო არჩილ, თქვენ რომ ბიურო დაამთავრეთ, შესანიშნავი ინერცია მომეცით, თქვენ მოუწოდეთ ბიუროს წევრებს, პირბადე ატარეთო რა, გთხოვთო... პირბადე იმიტომ, რომ ნებსით თუ უნებლიედ, შენ, ადამიანო, შენი თავიც დაიცვა და სხვა არ დააზიანო“, - განაცხადა ლადო კახიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)