|
2021-02-17 11:12:43, 1707 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 379 მძიმე პაციენტი მკურნალობს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 379 მძიმე პაციენტია, მათგან 103 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 11 485 ადამიანი იმყოფება. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 628 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 564 PCR ტესტით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც:1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 810, აჭარაში - 166, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 39, იმერეთში - 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 - თბილისში, 102 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 45. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 878 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 325 პირი, აჭარაში - 644, იმერეთში - 1 159“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)