2015-10-06 10:55:28, 473 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჩემს შემთხვევაში არაფორმალური მმართველობა არ ხორციელდება
„ჩემს შემთხვევაში არაფორმალური მმართველობა არ ხორციელდება“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„ბუნებრივია, ეს თემა ხშირად არის ხოლმე წამოწეული პოლიტიკურ დისკუსიებში. ჩემს შემთხვევაში ასეთი მმართველობა არ ხორციელდება. სხვა შემთხვევაში კი, მსენია და ამის საბუთი არ მაქვს. მინდა გითხრათ შემდეგი, რომ თუ ვინმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს არა თავისი შეხედულებებიდან, არა თავისი შინაგანი რწმენიდან, არა იქიდან გამომდინარე, რაც თვითონ მიაჩნია სწორად, არამედ რაღაც სხვა მიზეზებით, ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტა თავად ამ ადამიანებში უნდა ვეძიოთ, თუკი არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ასე სწამთ, მაგრამ რა ქნან, "სხვანაირად უნდა გააკეთონ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან