04:22 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 12:35:29, 532 ნახვა

კომენტარი
ევროკავშირის ანგარიშში გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი დადებითად შეფასდა

ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში არ შეფერხებულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, მათ შორისაა, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. 

ანგარიში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების დინამიკა და ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობის სრულყოფის მიმართულებით. შედეგად, მიღებულია ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის სისტემას აყალიბებს; საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონი, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“;  მიღებულია საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ“, რომელის საფუძველზეც ქვეყანა ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სტანდარტებზე გადავა; როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროკომისია და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმებიან საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის განხორციელებას და ვალდებულებების ეტაპობრივ დანერგვის დაწყების პროცესს, ასევე, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განახლებას; გრძელვადიანი დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და კლიმატის საბჭოს შექმნას, რომელმაც ინსტიტუციურად გააძლიერა კლიმატის საკითხებზე  გადაწყვეტილების მიღების პროცესი; „აკვაკულტურის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც განსაზღვრავს აკვაკულტურის ზონებს სანაპირო წყლებში და შიდა წყლებში, ადგენს პირობებს ნებართვების გაცემის შესახებ. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული თევზჭერის სფეროში საკანონმდებლო და აღსრულების ნაწილში მიღებული პროგრესი, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო გეგმის მიხედვით ასრულებს ვალდებულებებს სანიტარიული და ფიტოსანიტარული (SPS) მიმართულებით.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ, 2020 წელს, ევროკავშირმა გახსნა შიდა ბაზარი საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics