|
2021-02-08 14:52:43, 542 ნახვა
კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი სტრატეგიის სამართლებრივი ნაწილი ეფუძნებოდა განგრძობადობის პრინციპს
„ჩვენი სტრატეგია სტრასბურგის სასამართლოში ეფუძნებოდა განგრძობადობის პრინციპს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება. „სტრატეგიის სამართლებრივი ნაწილი, თავის მხრივ, ეფუძნებოდა განგრძობადობის პრინციპს, კერძოდ: სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი პოზიციის ფარგლებში მოგვიხდა კონფლიქტის ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის გაანალიზება და მიწოდება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დღემდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ფოკუსირებით. ეს იყო მნიშვნელოვანი ოპონენტის მცდელობების გასანეიტრალებლად და იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გააჩნია ფართო ლეგიტიმაცია და მყარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, სამართლებრივ-პოლიტიკური ნარატივი ქართული სახელმწიფოს შესახებ მნიშვნელოვანი იყო სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებისათვის შინაგანი რწმენის შესაქმნელად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმის განხილვისას შინაგანი რწმენის შესაქმნელად; სტრასბურგში წარდგენილ პოზიციებს აერთიანებდა 90-იანი წლებიდან, 2008 წლის ომის განმავლობაში და შემდეგ დარღვევების განგრძობადობა”, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძე.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)