2015-10-05 12:10:26, 598 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით 8 ოქტომბრის ჩათვლით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
„როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში 8 ოქტომბრის ჩათვლით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სააგენტოს დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის სამმართველოს უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა.
მისივე პროგნოზით, 6 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს და 7 ოქტომბრიდან ისევ წვიმაა მოსალოდნელი.
„6 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს. 7 -ში დღის მეორე ნახევრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელია. 8 ოქტომბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 7 ოქტომებრს 26-ს, ხოლო 8- ში 23 გრადუს მიაღწევს. 10 ოქტომბრიდან კი გამოიდარებს“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ხათუნა ქოქოსაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან