03:43 - 14 Aug, 2026
|
2015-10-05 10:33:44, 669 ნახვა
სამართალი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი თემის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული, მერაბ საცერაძე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმეს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფისა და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 აშშ დოლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)