|
2021-02-04 23:29:27, 659 ნახვა
სამართალი
შსს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას აკეთებს
შსს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიუჟეტში არ გაჟღერებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საინფორმაციო გამოშვების პროდუსერისთვის მიწოდებული ინფორმაცია. „გვსურს გამოვეხმაუროთ მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს, სადაც ითქვა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. მთავარი არხის ჟურნალისტმა დღეს შინაგან საქმეთა სამინიტროში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს ჰკითხა, იყო თუ არა მათ მიერ ოპოზიციური პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდების ავტორად დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ გადაამოწმებდა აღნიშნულ ინფორმაციას და დაზუსტებულ პასუხს მიაწვდიდა. მოგვიანებით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი დაუკავშირდა მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვების პროდუსერს და განუმარტა, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მაინც ამტკიცებდნენ, რომ მადისკრედიტირებელი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. ასევე ითქვა, რომ , ციტატა მათივე სიუჟეტიდან „უწყების მაღალჩინოსნებისგან ვერაფერი გაიგეს“. სიუჟეტში არ გაჟღერებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საინფორმაციო გამოშვების პროდუსერისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)