|
2021-02-04 13:39:39, 638 ნახვა
სამართალი
დავით გარეჯის საქმეზე დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოკითხვაზე იმყოფება
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში პარლმენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოკითხვაზე იმყოფება. უწყებაში შესვლამდე ლორთქიფანიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია. „2 წლის თავზე რაც დაიკეტა ეს ინსტიტუტი და თანამშრომლები იყვნენ განთავისუფლებულნი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე თანამშრომელი ბატონი ზურაბ ბოჭორიშვილი, რომელიც ასევე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და რომელიც იკავებდა პროექტის მთავარი ინჟინრის პოზიციას, გამოძახებული იქნა თავდაცვის სამინისტროში სპეციალურ ოპერატიულ თათბირზე, მას უშუალოდ მიმართა ბატონმა კეზერაშვილმა, იგი ატარებდა ამ თათბირს და ინტერესის საგანი იყო 1938 წელს გამოშვებული რუკის ორიგინალის საცავის შესაძლო ადგილმდებარეობა იცოდა თუ არა ვინმემ. ბატომა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მან იცოდა ასეთი რუკების დაცვის ადგილსამყოფელის შესახებ, ანტონოვსკაიას 5 ნომერში მდებარე მიწათმოქმედების საპროექტო ინსტიტუტში. თავდაცვის მინისტრმა გააგზავნა სამი მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი, მათ აღწერეს ეს დოკუმენტაცია და რამოდენიმე დღეში იქიდან სატვირთო მანქანებით იქნა გაზიდული“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)