|
2021-02-02 15:12:04, 729 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება. სასამართლო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. დღევანდელი პროცესი ტექნიკური ხასიათის იქნება. პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის ჩანიშვნა შესაძლოა საქმის განხილვის 2 წლიან ვადას უკავშირდებოდეს. „საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ 2020 წელს პანდემიის გამო ძალიან ბევრი სასამართლო სხდომა გადაიდო და მათ შორის იყო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეც. რაიმე განსაკუთრებული ამ საქმესთან დაკავშირებით არ მომხდარა. კანონის დათქმაა, რომ 2 წლის ვადაში უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საქმე და გამამტყუნებენი ან გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, ჩემი ვარაუდია, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩაენიშნა სასამართლო პროცესი“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)