2015-10-03 20:31:47, 718 ნახვა
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს არჩევნებში ხმის უფლება ჩამოერთვათ
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ.
გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა 17 ხმით 15-ის წინააღმდეგ მიიღეს. 1 ხმა კი, ბათილად იქნა ცნობილი.
აქედან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გურიის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ფედერაციის პრეზიდენტები კახაბერ ებრალიძე და გია შარაბიძე.
აღნიშნულ ფაქტს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან შეკრებილი მოქალაქეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ცნობისთვის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში სამი პრეზიდენტობის კანდიდატი - რეზი არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძვიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან