|
2021-01-28 14:18:33, 788 ნახვა
სამართალი
პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე - გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე
„გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე“, - ამის შესახებ ე.წ კარტოგრაფების საქმის პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე წარიმართა სასამართლოში დღეს არის წინასასამართლო სხდომა. მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ჩვენ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები და მათ მიერ ჩადენილი დანაშუალის გარშემო გამოძიება სრულად ამოვწურეთ. ჩვენ ამ მტკიცებულებების ნაწილი მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალების ნაწილი გავასაჯაროეთ და ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად, ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მარალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირების და ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს საგამოძიებო უწყება, მათ შორის დღეს უკვე ერთი პირი იმყოფება გამოკითხვაზე“, - განაცხადა პროკურორმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)