|
2021-01-27 18:12:34, 1144 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას - ვაქცინის მისაღებად მიმართეთ მალტას და დროზე უშველეთ ხალხს
მიმართეთ მალტას და დროზე უშველეთ ხალხს, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მთავრობას და კორონავირუსის ვაქცინის მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინა, რომელიც ევროკავშირმა შემოიტანა. „ახლა ყველა ჩვენგანისთვის მთავარი საკითხი არის, რომ საქართველოში დროზე შევიდეს ვაქცინა, რათა ყველა ჩვენი მოქალაქე დაცული იქნას ამ ძალიან მძიმე ვირუსისგან. კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია მოისმენენ, არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა, ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა. ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ. შეუძლებელია, რომ ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს? რატომ არ ინძრევით?“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)