|
2021-01-27 12:57:17, 1234 ნახვა
მსოფლიო
FSB - გელენჯიკის მახლობლად ასაფრენი ზონა ნატო-ს სახელმწიფოების სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურების გამო გამოცხადდა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გელენჯიკის ტერიტორიაზე მდებარე სასახლის თავზე ასაფრენი ზონის გამოცხადების მიზეზი,მეზობელი ქვეყნების მხრიდან სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურებაა, მათ შორის, ნატოს ბლოკის. აღნიშნულის შესახებ რუსული ინტერნეტგამოცემა „მედუზა“ იუწყება. როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს გელენჯიკის მახლობლად, იდოკოპსის კონცხზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შესახებ კითხვით რუსულმა მედიასაშუალება „არ-ბე-კამ“ მიმართა. საპასუხოდ კი, „ეფესბეში“ აცხადებენ, რომ ფრენის აკრძალვის ზონის შექმნის მიზეზი იყო „გაძლიერებული სადაზვერვო საქმიანობა რიგი მეზობელი სახელმწიფოებისა, მათ შორის ნატო-ში შემავალი სახელმწიფოების მხრიდან". „ეფესბეში" განმარტავენ, რომ ფრენის აკრძალვის ზონა, გელენჯიკის მახლობლად, იდოკოპასის კონცხის რაიონში 2020 წლის 24 ივლისს შეიქმნა, მიზანი კი, საზღვრის უსაფრთხოება იყო. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, გადაღებულ ფილმში, სადაც ჟურნალისტური გამოძიებაა ჩატარებული ამტკიცებს, რომ გელენჯიკის მახლობლად მდებარე „სასახლე“ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეკუთვნის.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)