|
2015-10-03 09:39:27, 957 ნახვა
სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტი აღკვეთა
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქეები - 1968 წელს დაბადებული მეთინ დ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხოლო 1983 წელს დაბადებული თამერ ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროსა და კლუბში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს ფართებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროს და კლუბის მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე და 25-254-ე მუხლებით).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)