|
2021-01-26 17:24:48, 1060 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯუზეპე კონტემ მთავრობის გადადგომის შესახებ იტალიის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას დღეს შეატყობინა. „მადლობას ვუხდი სამთავრობო ჯგუფს, თითოეულ მინისტრს ამ თვეების მანძილზე ერთად გატარებული ყოველი დღისთვის“, - აღნიშნა კონტემ იტალიელი ხალხისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში, რომელშიც მისი გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც ცნობილია, კონტე გადადგომის შემდეგ, კოალიციის შექმნას გეგმავს, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს. ცნობისთვის, იტალიაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება. მისმა პარტიამ „ცოცხალმა იტალიამ“ მინისტრთა კაბინეტი დატოვა. ამ ყოველივემ კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)