|
2021-01-25 16:36:03, 607 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრემიერი გადადგომას აპირებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჯუზეპე კონტე გადადგომის შემდეგ, კოალიციის შექმნას გეგმავს, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს. როგორც კონტემ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით სავარაუდოდ, 26 იანვარს მიმართავს. ცნობისთვის, იტალიაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება. მისმა პარტიამ „ცოცხალმა იტალიამ“ მინისტრთა კაბინეტი დატოვა. ამ ყოველივემ კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)