|
2021-01-25 09:03:00, 801 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი დემონსტრაციების დაშლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას ითხოვენ
ევროკავშირის არაერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე განხორციელებული დაკავებები და დემონსტრაციების დაშლა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების მიზეზი უნდა გახდეს. ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროები შაბათ-კვირის მიტინგებზე განხორციელებული დაკავებებში პასუხისმგებელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ბრიტანულ Financial Times- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციები „ერთადერთი გზაა აიძულონ რუსეთი შეასრულონ საერთაშორისო სამართალის ნორმები“. რუსეთის უსაფრთხოების ოფიციალური პირების ქმედებები ფრანგმა და გერმანელმა პოლიტიკოსებმა, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯოსეფ ბორელმა Twitter- ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ლიდერები მკაცრი სანქციების დაწესების საკითხს დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ.
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)