12:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 17:56:17, 669 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული როგორც უსაფრთხოების სფეროში, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებულად აღინიშნა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით შესაბამისი ორგანოების შედეგიანი ურთიერთთანამშრომლობა.

ვახტანგ გომელაურმა და იუვალ ფუქსმა ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და გამოკვეთეს თანამშრომლობის გააქტიურების და გაღრმავების პერსპექტივები.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ეს არ იყო პირველი შეხვედრა. პირველად მაშინ შევხვდით , როცა ბატონი გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მე მას და მის თანამშრომლებს მივულოცე ახალი სამსახურის შექმნა. ახალი უსაფრთხოების სამსახურის შექმნას საქართველო ახალ ეტაპზე გადაჰყავს სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, როგორიცაა მაგალითად ისრაელი. რეფორმა მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ისე სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა იუვალ ფუქსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics