|
2021-01-24 12:33:45, 711 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას
„ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას“, - ამის შესახებ ინფორმაცია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მოითხოვს ალექსეი ნავალნის და მისი მომხრეების გათავისუფლებას. „ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას მკაცრად გმობს. რუსეთის მთავრობა ცდილობს მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთას და ეს შემაშფოთებელია. რუსების უფლებები მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი, არამედ რუსეთის ეუთო-ს ვალდებულებებში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და სამოქალაქო და პოლიტიკურ საერთაშორისო პაქტის შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა ის, ვინც დააპატიმრეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გამო და ასევე ვითხოვთ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოების გამოძიებასთან ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით და გასაგებად განმარტოს მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი. შეერთებული შტატები მხარს უჭერს და იცავს ადამიანის უფლებებს“,- ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)