19:33 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 16:17:21, 1647 ნახვა

ომი უკრაინაში
დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

„22 იანვარს მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამლოცველო) მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი დაიღუპა.

მამა დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

დეკანოზი დიმიტრი დასვენებულია თბილისში, ვეძისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში (112-თან), ხოლო ხვალ, 2021 წლის 24 იანვარს, 15 საათზე, იგი დაიკრძალება ამავე მონასტრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ დიმიტრის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს“, - ნათქვამია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics