|
2021-01-22 20:26:01, 745 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ
„იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტებზე ადამიანები საკუთარ და კერძო სახლებში იკრიბებია და ამის აკრძალვა არ შეუძლიათ. „ზამთრის კურორტებზე, როდესაც ვსრიალებთ მარტო, ინფექციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არ ხდება, მაგრამ როდესაც ზამთრის კურორტზე ერთდროულად სრულად ოპერირებს ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ბაკურიანში, მაგალითად, დაახლოებით 30 000 ადამიანი იკრიბება ერთდროულად მაშინ, როდესაც მუშაობს საბაგიროები, სრულად ფუნქციონირებს ზამთრის კურორტი და შესაბამისად, 30 000 ადამიანის ერთდროულად ერთ ლოკაციაში შეკრება მაშინ, როდესაც ზამთრის კურორტზე, როცა დღისით ვსრიალებთ საღამოს ვისვენებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ერთად ვატარებთ დროს, რა თქმა უნდა, სასტუმროებში, საოჯახო სივრცეებში ამას პირბადეების გარეშე ვაკეთებთ და სწორედ ამ დროს ხდება ვირუსის გავრცელება. შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანს, თუნდაც საკუთარ ბინაში ჩასვლას. ძალიან ბევრი ადამიანი ბაკურიანში ფლობს თავისივე ბინას, ან კერძოდ, სტუმრად ჩადიან, ჩვენ ამას ვერ ავკრძალავთ, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ ვერ დავამატებთ ზამთრის კურორტზე იმ დამატებითი მობილობის წყაროს, როგორიც არის სასტუმროები. ამიტომ, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)