|
2021-01-22 09:36:45, 845 ნახვა
მსოფლიო
Pfizer-ისა და BioNtech-ის კომპანიები COVAX-ის პროგრამას შეუერთდნენ
კომპანიები Pfizer-ი და BioNtech-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინაციის COVAX პროგრამას შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მხარეები შეთანხმების შესახებ განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებენ. ჯანმოს უფროსმა მრჩეველმა, ბრიუს ეილვარდმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ COVAX სქემა კომპანია Pfizer-თან მოლაპარაკებას აწარმოებდა. აღნიშნულმა კომპანიამ ვაქცინის ასობით მილიონი დოზა რამდენიმე მდიდარ ქვეყანაში უკვე გამოიყენა და სავარაუდოდ, ვაქცინის შეტანა COVAX- შიც შეეძლო. COVAX სქემის მიხედვით, COVID-19-ის ვაქცინების დარიგება ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის თებერვლიდან მოხდება. პროექტი მსოფლიოს 92 ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)