04:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 19:14:39, 755 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯითაც კი არ იხევდა უკან

„ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ  აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯითაც კი არ იხევდა უკან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩანაწერი ადასტურებს, რომ საქმე ეხება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

„ბრალდებულთა წრე გაფართოვდება თუ არა, ეს დამოკიდებულია არა ვინმეს სურვილზე, არამედ გამოძიების კონკრეტულ შედეგებზე.

დღეს, ვიხილეთ, პროკურატურის მიერ ლეგიტიმურად მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, მინიმუმ ეჭვის საფუძველი, რომ იქ შესაძლოა, სხვა პირთა თანამონაწილეობასთან და ზემდგომი ორგანოების თუ პირების დანაშაულებრივ ჩარევასთან გვქონდეს საქმე.

თუმცა, ეს ეჭვია და ამის იქით შეფასებას ვერ გავცდებით.

ჩანაწერი ვიხილეთ, რომელიც ადასტურებს, რომ თავის დროზე, საქმე გვქონდა საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან, რასაც მაშინ ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობარი არ აკეთებდა, სამწუხაროდ, ჩვენი წარმომადგენლები აკეთებდნენ.

დღეს ობიექტურად მოფიქრალი, კადრების ნახვის შემდეგ დარწმუნდებოდა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებასთან. ვინ არიან მისი შემკვეთები, ავტორები, სულისჩამდგმელები და ა.შ. რომლებიც როგორც ჩანს, პირთა ვიწრო წრეს არ მოიცავს, გამოძებით უნდა დადგინდეს, მაგრამ კადრებში კარგად ვისმენდით, თუ როგორ იყო გარკვეული მესიჯები ფარულ ჩანაწერში.

ჩვენც აქამდეც დარწმუნებული ვიყავით, რომ არ იყო შემთხვევითი და ვიღაცის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება მხოლოდ მათი თვითშემოქმედება. ამას დრო და გამოძიება გვაჩვენებს.

ჩანაწერებში ჩანდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთი ნაბიჯით უკან არ იხევდა, ჩვენი წარმომადგენლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics