12:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 14:48:13, 570 ნახვა

სამართალი
კინოლოგიური პროექტი k9 აშშ-ს მთავრობამ საქართველოს გადმოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება.

კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს.

პროექტის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. კინოლოგებმა და სამომსახურეო ძაღლებმა 2013-2015 წელს მომზადება აშშ-ში, თურქეთში და საქართველოს სხვადასხვა გამტარ პუნქტებში გაიარეს. პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დროებითი ვოლიერები აშენდა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს წარუდგინეს პროექტის ფარგლებში გადამზადებული კინოლოგებისა და სამომსახურეო ძაღლების მიერ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენისა და ამოღების სიმულაციური ოპერაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics