12:09 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 08:56:31, 809 ნახვა

მსოფლიო
მადლობა და ნახვამდის - დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელსაც უფლებამოსილება დღეს, 20 იანვარს ეწურება, გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

„45-ე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მე ვდგავარ თქვენს წინ ამაყი, იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ვატარებთ და ვლოცულობთ, წარმატებით შეინარჩუნონ ამერიკის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე გვსურს, იღბალი ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა", - აცხადებს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა ამერიკელ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი პრეზიდენტობა მისთვის პატივი იყო.

„ყველაზე მეტად მე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. გემსახუროთ თქვენ როგორც პრეზიდენტი, იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი. მადლობა ამ განსაკუთრებული პრივილეგიისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობა დაუშვებელია.

„ყველა ამერიკელი შეშფოთებული იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რაც ძვირფასია ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის. ამას არასდროს შევეგუებით. ახლა როგორც არასდროს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ღირებულების გარშემო, დავდგეთ პარტიულ ბრაზზე მაღლა და შევქმნათ ჩვენი საერთო ბედი“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

აღნიშნულ მიმართვაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაყია, რადგან ათწლეულების განმავლობაში პირველი პრეზიდენტია,რომელსაც არ დაუწყია ახალი ომები.

მისი თქმით, მოძრაობა, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, მხოლოდ დასაწყისია და იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება.

„მადლობა და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელი სიტყვისას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics