|
2021-01-19 12:43:20, 550 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მისაცემად ვახტანგ ახვლედიანი მივიდა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე, ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით მივიდა. როგორც ახვლედიანის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ჩვენებას, რომელიც ერთხელ უკვე განაცხადა. „ვახტანგ ახვლედიანი დაზარალებულის სახით, ერთხელ უკვე დაკითხულია სასამართლოში. რაიმე განსაკუთრებული და ახალი დღეს არაფერი იქნება. ფაქტობრივად იქნება იმ ჩვენების დადასტურება, რაც უკვე განაცხადა. მისთვის რაც იყო ცნობილი, ეს განაცხადა გამოძიებაშიც და სასამართლოშიც. ის დღესაც გასცემს სასამართლოს ყველა შეკითხვას პასუხს“, - განაცხადა კახა წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირები არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ. არიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)