12:09 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 11:41:42, 1155 ნახვა

მსოფლიო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

კომიტეტი რუსეთის ხელისუფლებას ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრება მიუღებელია. ეუთოს ტერიტორიაზე ნებისმიერი მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულონ ეუთოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და შეაჩერონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ბატონი ნავალნის პოლიტიკური პროგრამა ამომრჩეველმა უნდა შეისწავლოს და არა პროკურორებმა“, - აღნიშნულია ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ორი დღის წინ ჩავიდა აეროპორტშივე დააკავეს. მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics