12:09 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 14:47:25, 1407 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნი პუტინზე - იმ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი გადახიეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, საიდანაც მისი პრესმდივანი, კირა იარმიში მის ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ის შეიყვანეს ღია სასამართლო სხდომაზე, რომლის საქმის კურსშიც არავინაა და რომელზეც განიხილება მისი დაპატიმრების საკითხი.

მისივე განცხადებით, პუტინს, კერძოდ, როგორც ის მოიხსენიებს „იმ ბაბუას პუნკერში“ იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს.

„ვერ ვხვდები რა ხდება. მე ერთი წუთის წინ გამომიყვანეს კამერიდან, ადვოკატებთან შესახვედრად და ვინ არის ეს ხალხი, აქ იმართება სასამართლო სხდომა, პოლიციაში. ეს არის ხიმკის სასამართლოს ღია სხდომა, რომელზეც განიხილება ჩემი დაპატიმრების საკითხი, რატომ არავინ არის ამის საქმის კურსში? რატომ არ მომცეს დოკუმენტები. რატომ მიმდინარეობს ეს სხდომა პოლიციაში? მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა ალბათ „იმ ბაბუას ბუნკერში“ იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს. არარსებულია ის რაც აქ ხდება, ეს არის უმაღლესი დონის უკანონობა", - აცხადებს ალექსეი ნავალნი.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics