11:20 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 20:09:48, 842 ნახვა

მსოფლიო
ვნუკოვის აეროპორტში ნავალნის მომხრეებს და ჟურნალისტებს აკავებენ - ვიდეო

მოსკოვში ვნუკოვის აეროპორტში ოპოზიციონერის ალექსეი ანვალნის მომხარეთა დაკავებები დაიწყო. ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით, სამართალდამცველებმა ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობალი დააკავეს. დაკავებულია ტელეკომპანია "დოჟდის" კორესპონდენტი ედუარდ ბულმისტროვი. სხვადასხვა გამოცემების ჟურნალისტები.

"მედუზას" ცნობით, დაკავებულები არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თანამშრომლებიც, რომელიც აეროპორტში მის ხელმძღვანელს უნდა დახვედროდნენ. პოლიციის თანამშრომლეიბი მოქალაქეებსაც აკავებენ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან მოსკოვის მიმართულებით გამოფრინდა. 
ბერლინიდან გამოფრენის წინ პოლიტიკოსმა თავის Instagram-ზე მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა.
"ბიჭუნა, არაყი მოგვიტანე ჩვენ სახლში მივფრინავთ" – ამბობს პოლიტიკოსის ცოლი იულია ნავალნი ვიდეოში.
მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსთან“, სადაც დღეს საღამოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უნდა ჩაფრინდეს, პოლიციის ფურგონები დგას, აეროპორტის პარკინგს კი მეტალის ღობე შემოავლეს.
15 იანვარს აეროპორტ "ვნუკოვოს" პრესსამსახურმა აუკრძალა ჟურნალისტებს აეროპორტში გადაღება, საზოგადოებას კი აეროპორტში შეკრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. კომპანიამ ნავალნის შეხვედრა მასობრივ ღონისძიებად მიიჩნია, რომელიც პანდემიის გამო არ უნდა ჩატარდეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics