|
2021-01-14 23:37:31, 847 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - პირველი თებერვლიდან დაანონსებულია, რომ გაიხსნება მთლიანად სავაჭრო სფერო
„პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება მთლიანად სავაჭრო სფერო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა. „პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო. დღეს ჩვენ გვაქვს 1400-მდე შემთხვევა, გუშინ იყო 1600 შემთხვევა, თუ ეს ციფრები არ მოიკლებს პირველ თებერვლამდე და ჩვენ ყველაფერს ერთად გავხსენით, ზუსტად ერთ თვეში გახდება ისევ 5000 შემთხვევა. მთავრობა იძულებულია რაღაც შეზღუდვები დააწესოს, როცა არ ვიცავთ რაღაც წესებს, ან ბიზნესი არ იცავს წესებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა, პირბადე, დისტანცია, რაოდენობა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)