13:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 11:23:43, 745 ნახვა

სამართალი
სუს-ი - ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში  მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics