|
2021-01-12 12:49:32, 1222 ნახვა
მსოფლიო
FBI ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე მოსალოდნელ შეიარაღებულ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსახლეობას შესაძლო შეიარაღებული პროტესტის გამართვის შესახებ აფრთხილებს. აღნიშნულ ინფორმაციას, „როიტერსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-ის კაპიტოლიუმში თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეები მიმართავენ ძალადობას და სწორედ ამიტომ, FBI-იმ გასცა გაფრთხილებები, რომლებიც ინაუგურაციის დღემდე გაგრძელდება. აშშ-ში ეროვნულმა გვარდიამ ვაშინგტონში 15000-მდე ოდენობის ჯარი გაგზავნა, ამასთანავე ტურისტებს 24 იანვრამდე ეკრძალებათ ვაშინგტონის ძეგლების მონახულება. ეროვნული გვარდიის ბიუროს თავმჯდომარე, გენერალი დენიელ ჰოკანსონის განცხადებით, შაბათისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 10 000 წევრი იქნება უსაფრთხოების, ლოჯისტიკისა და კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად. თუ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოთხოვნა იქნება, დედაქალაქში ეროვნული გვარდიის ძალების რაოდენობა, შესაძლოა, 15 000-მდე გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)