09:38 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 22:23:11, 666 ნახვა

მსოფლიო
ილჰამ ალიევი - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები აქტიურად ჩაერთვებიან სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები აქტიურად ჩაერთვებიან სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოსკოვში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ინტერესია.

„სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა პასუხობს აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ინტერესებს.

ასევე, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც აქტიურად ჩაერთვებიან სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში და სატრანსპორტო არტერიების შექმნაში ჩვენს რეგიონში.

ჩვენ მომავალშიც უნდა მივისწრაფოდეთ იმ სფეროების პოვნას, რომელიც სწრაფ ეფექტს მოგვცემს და მიმართულია შედეგზე“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics