|
2021-01-08 15:15:22, 943 ნახვა
მსოფლიო
„ფაიზერის“ განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა
კომპანია ,,ფაიზერის" განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის ,,ბრიტანულ" და ,,სამხრეთ აფრიკულ" ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ასოშიეითედ პრესი" ავრცელებს. ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერებმა ლაბორატორიული კვლევისას ,,ფაიზერისა" და ,,ბიოენტექის" ვაქცინით აცრილი 20 ადამიანის სისხლის ნიმუში შეისწავლეს. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადამიანების სისხლში გამომუშავებული ანტისხეულები წარმატებულად იცავენ ორგანიზმს კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებისგან. აღნიშნული კვლევა ჯერ მხოლოდ წინასწარია და სამედიცინო კვლევის საწყის ეტაპს წარმოადგენს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შედეგები დამაიმედებელია და კორონავირუსის ახალი შტამი მათი ვაქცინისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)