02:47 - 14 Aug, 2026
|
2015-10-01 14:27:47, 830 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია: ხელისუფლებამ დღეს "რუსთავი 2" დახურა
"ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, რუსთავი 2 დახურა", - წერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში". გვარამია გამოეხმარა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც "რუსთავი 2"-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიების დახურვის გადაწყვეტილება მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის საჩივრის საფუძველზე მიიღო. "3 საათზე ბრიფინგი პირდაპირ ეთერში. ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, რუსთავი 2 დახურა. შემსრულებლები: ქიბარ ხალვაში და სამარცხვინო მოსამართლე თამაზ ურთმელიძე", - წერს ნიკა გვარამია, რომელმაც პრესკონფერენციამდე "ექსპრესნიუსთან" კომენტარი არ გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)