|
2021-01-06 22:50:20, 757 ნახვა
მსოფლიო
დემოკრატები ჯორჯიას იგებენ, რესპუბლიკელები სენატს კარგავენ
დემოკრატების წარმომადგენელმა რესპუბლიკელი კელი ლოფლერი დაამარცხა და ჯორჯიის შტატის ისტორიაში პირველი შავკანიანი სენატორი გახდა. წინასწარი მონაცემებით, ვორნოკს ხმების 50.5 პროცენტი აქვს. რაფაელ ვორნოკი ბოლო 15 წლის განმავლობაში ატლანტას მთავარი ეკლესიის პასტორი იყო. ამ დილისთვის დათვლილი იყო ხმების 98 %, უარნოკი 1.2 %-ით უსწრებს ლოფლერს, ოსოფი კი მხოლოდ 16 000 ხმითაა დაწინაურებული, რაც ნახევარ პროცენტზე ნაკლებ უპირატესობას აძლევს და 1 %-ზე ნაკლები განსხვავების შემთხვევაში ხმების გადათვლაც გახდება საჭირო. რესპუბლიკელი სენატორები ამბობენ, რომ გამარჯვების იმედი ჯერ კიდევ აქვთ და დამარცხება ჯერ არც ერთ მათგანს არ უღიარებია. გარდა ამისა, დემოკრატები გააკონტროლებენ სენატის დღის წესრიგს და უმრავლესობის ლიდერი, ნიუ-იორკის „დემოკრატი“ სენატორი ჩაკ შუმერი გახდება. ასევე, „დემოკრატებს“ შესაძლებლობა მიეცემათ, დაამტკიცონ ყველა დონის ფედერალური მოსამართლე, მათ შორის უმაღლეს სასამართლოში. სენატზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, „დემოკრატები“ 11 წლის შემდეგ შეძლებენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის გაკონტროლებას. 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში, სენატში ჯორჯიის წარმომადგენელების ვინაობა ვერ გამოვლინდა, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა, ხმათა უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო. ამიტომ, ჯორჯიაში მეორე ტური დღეს მიმდინარეობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)