|
2021-01-06 10:24:11, 560 ნახვა
მსოფლიო
WHO-ს გუნდი, რომელსაც ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობა უნდა შეესწავლათ, ქვეყანაში არ შეუშვეს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთმა ქვეყანაში დაბლოკა იმ გუნდის შესვლა, რომელიც იკვლევს კორონავირუსის წარმოშობას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, თედროს გებრეისუსმა თქვა, გაეროს გუნდის ორმა მეცნიერს უთხრეს, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ქვეყანაში შესვლის საჭირო ნებართვები არ დაადასტურეს. გამოცემა იუწყება, რომ ჩინეთთან ქვეყანაში შევლაზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებული. „მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ ამბით“, - თქვა ტედროსმა სამშაბათს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. „მე კონტაქტი მქონდა ჩინეთის მაღალჩინოსნებთან და კიდევ ერთხელ განვმარტე, რომ მისია პრიორიტეტია ჯანმოსა და საერთაშორისო გუნდისთვის“. თედროსმა აღნიშნა, რომ WHO „სურდა მისია რაც შეიძლება მალე დაიწყოს“ და რომ მას გარანტიები მისცეს, რომ პეკინი აჩქარებს შიდა პროცედურას „რაც შეიძლება ადრეულ შესვლასთან დაკავშირებით“. ჯანმო-ს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ ვიზების პრობლემა შეიქმნა და გუნდის ერთი წევრი უკვე დაბრუნდა სახლში. ჯანმოს ოფიციალური პირები დიდი ხანია აწარმოებენ მოლაპარაკებებს პეკინთან, რომ გლობალური მეცნიერების გუნდმა შეძლოს წვდომა საკვანძო საიტებზე, რომ გამოიკვლიონ ვირუსის წარმოშობა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)