14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 10:35:06, 452 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის სულისშემძვრელია ის საფრთხე, რასაც კუნძულოვანი სახელმწიფოები განიცდიან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით, გამართულ ღონისძიებაში "Climate And Security the Foreign Policy Dimension of Climate Change" მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კვირიკაშვილმა კოლეგა მინისტრებს საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა იმ გლობალური ინიციატივის მიმართ, რაც მსოფლიოში კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. მან ასევე სრული მხარდაჭერა გამოხატა იმ კუნძულოვანი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც კლიმატური ცვლილებების გამო არსებობის საფრთხის წინაშე დგანან.

"მინდა გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა იმ საკითხის მიმართ, რაც წამოჭრეს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კერძოდ ის რომ გარემოსდაცვითი ცვლილებები გავლენას ახდენს, როგორც გლობალურ, ასევე ცალკეული ქვეყნების უსაფრთხოებაზე. მსურს მოვიყვანო საქართველოს მაგალითი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გადაიტანა სერიოზული წყალდიდობა, რამაც შეიწირა 23 ადამიანის სიცოცხლე, გაანადგურა ზოოპარკის ბინადარნი და ქვეყანას მოუტანა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე, მის მომავალზე. საქართველომ საკმაოდ გულთბილი ურთიერთობა დაამყარა წყნარი ოკეანის ბევრ პატარა ქვეყანასთან, ჩვენთვის აბსოლიტურად სულისშემძვრელია ის ეგზისტენციალური საფრთხე, რის წინაშეც ეს სახელმწიფოები დგანან კლიმატური ცვლილებების გამო. სწორედ ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს გარემოსდაცვით საკითხებზე სამიტს, რომელსაც პარიზი წლის ბოლოს უმასპინძლებს. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა დიდია თუ პატარა, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის გარშემო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ღონისძიებას საფრანგეთისა და და გერმანიის საგარეო სამეთა მინისტრები ლორენ ფაბიუსი და ფრანც ვალტერ შტაინმაიერი უძღვებოდნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics