|
2020-12-30 00:44:43, 839 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც მარტო ტელევიზიით საუბრობენ და ველზე არ არიან გასულები
„გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც მარტო ტელევიზიით საუბრობენ და ველზე არ არიან გასულები“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკოსებს დიდ პატივს სცემს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. „გვყავს პოლიტიკოსების რაღაც რაოდენობა, რომელსაც პატივს ვცემ, რომლებიც მარტო ტელევიზიით საუბრობენ, ხომ არ ჩამოვთვლი. მარტო კომენტარი - რეპორტიორი მივიდა, რას იტყოდით ამ მოვლენასთან დაკავშირებით და მორჩა, ველზე არ არიან გასულები, არადა ნახელისუფლარი პარტია როდესაც ვართ, ეკა კვესიტაძის ან ნიკა გვარამიას ან ინგა გრიგოლიას გადაცემაში როდესაც ვართ, დიდი შესაძლებლობაა, ბუნებრივია, რომ ბევრ ადამიანს ერთდროულად მივაწოდოთ ჩემი გზავნილი, მაგრამ არ არის საკმარისი. მოგვისმენია, ნაციონალურ მოძრაობაში ჭკვიანები არიან, მაგრამ "ჩათლახები" არიან, მე მომისმენია. გლდანის მე-8 მიკრორაიონში 2012 წელს რომ ჩასძახა ეს ფრაზა, რომ ასეთები არიან, გადმოეცა და იმ მოქალაქემდე არავინ მისულა, რომ ეთქვა აი თქვენ რომ გგონივართ მე ასეთი ვარ, ასეთი არა ვარ. გვჭირდება მეტი მოძრაობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)