|
2020-12-27 17:42:20, 869 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი - ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას
„ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი შანსია ახალი წლის შემდეგაც ერთპარტიული პარლამენტი იყოს. „ვხედავთ ერთპარტიულ პარლამენტს, რომელმაც დიდი შანსია ასე განაგრძოს მუშაობა ახალი წლის შემდეგაც. აბსოლუტურად მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გაცხადებული აქვს ძალიან მყარი პოზიცია და ის პარტიებიც კი, რომლებსაც ჯერ არ დაუწერიათ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხმამაღლა აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევის გარეშე, პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიციური ერთობა არ დარღვეულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ გადაწყვიტა, ჯერჯერობით უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები არ დაეწერა. ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არცერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)